28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალ კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს საკუთარი სტატუსი ცე ჰეპატიტთან მიმართებით, რადგან დაავადება უსიმპტომოა და ჰეპატიტის დასადგენად ერთადერთი გზა სკრინინგის ჩატარებაა.

ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები დაესწრნენ, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 4 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ. ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

 

დატოვე კომენტარი