C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, მისი შედეგები და სამომავლო მიზნები, – ამ საკითხებზე მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანი „ცე“ ჰეპატიტით სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების დროული გამოვლენაა.