ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ერთი მოწმე, საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა. მოწმის განმარტებით, როდესაც ის 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს შემთხვევის ადგილზე მივიდა, დაკავებულების სიახლოვეს ორი იარაღი იდო. გიორგი კუპტეიშვილის თქმით, ამ ფაქტიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილზე უკვე დამატებით შენიშნა იარაღი და საბრძოლო მასალა. დაცვის მხარის განმარტებით, მოწმემ მათი ვერსია დაადასტურა, რომ დაკავებულებს იარაღი თან ჰქონდათ.
დღესვე სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადება ბუტა რობაქიძის დედამ გააკეთა. ია მეტრეველმა შსს-ს მინისტრს მიმართა და ამ საქმის მოწმეებზე ისაუბრა. მეტრეველის განმარტებით, ყველა მათგანი ამ დრომდე ძალოვან უწყებებში მუშობს, რაც საგანგაშო ფაქტია.