სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარე სააღდგომო ლიტურგიას მრევლთან ერთად, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საზეიმო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.