ბრექსითის ახალი ეტაპი

ბრექსითის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში ახალი ეტაპი იწყება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ლონდონთან მომავალი ურთიერთობების ძირითად პრინციპებზე თანხმდებიან. შვიდგვერდიანი დოკუმენტი მოქალაქეების უფლებებს, ფინანსურ ვალდებულებებსა და გარდამავალი პერიოდის პირობებს ეხება.

ევროპელი ლიდერები დიდი ბრიტანეთის მთავრობას აფრთხილებენ, რომ ორგანიზაციის დატოვებისთანავე ლონდონი ევროკავშირის წევრობით გათვალისწინებული უპრატესობებით ვეღარ ისარგებლებს.