ერთი დღე ევროპული საბჭოს შეკრებამდე – პოლიტიკური შეფასებები

21:26, 13.12.2023

იქნება თუ არა გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებები 14-15 დეკემბრის სამიტზე-თბილისში საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინია.

მმართველი გუნდი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაში დარწმუნებულია. პოზიტიურ მოლოდინს „ქართული ოცნება“ ევროპელი ლიდერების გზავნილებით და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებით ამყარებს, რაც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაშიც აისახა. გახდება თუ არა უკრაინის საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობა შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვისაც – ამ საფრთხეს ხელისუფლება გამორიცხავს. განსხვავებით ოპოზიციის ნაწილისგან, რომელიც ვიქტორ ორბანის პოზიციის გამო გარკვეულ რისკებს უშვებს.

როგორია პროგნოზები მმართველ პარტიაში და ოპოზიციურ ფლანგზე, – თათია მაყაშვილი დეტალებით.

მსგავსი