ბრძოლა ჰეგემონიისთვის - პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის საუკუნე გავიდა
ზუსტად 99 წლის წინ, ბრძოლამ ჰეგემონიისთვის მსოფლიო ომამდე მიიყვანა. 10 მილიონზე მეტი გარდაცვლილი და ახალი მსოფლიო წესრიგი, – ასეთი იყო პირველი მსოფლიო ომის შედეგები, რომლის დასრულებიდან თითქმის საუკუნე გავიდა.
მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა ჩვენს ქვეყანაშიც. ჯერ კიდევ არ იყო საბრძოლო მოქმედებები დასრულებული, რომ ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით გაჩნდა. თუმცა, აშკარაა, რომ 1918-ში მოვლენების შეფასებისას აჩქარდნენ, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ამ ომს მსოფლიოში ყველა ომი უნდა დაესრულებინა.