42° პარალელი – ესპანური გრიპი – პანდემია, რომელიც ისტორიამ მიივიწყა

22:47, 02.04.2020
  • არსებობს ვერსია, რომ ესპანური გრიპი არა 1918 წელს აშშ-ში, არამედ მანამდე რამდენიმე წლით ადრე, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ეტაპლის სამედიცინო ბანაკში გაჩნდა, სადაც ყოველდღიურად 100 000-მდე ბრიტანელი ჯარისკაცი ომში მიყენებულ დაზიანებებსა თუ ჭრილობებს მკურნალობდა. ანტისანიტარულ ხის ბარაკების მახლობლად მეღორეობის და მეფრინველეობის ფერმები მდებაროებდა, სადაც ვირუსის წარმოქმნა-მუტაციისთვის იდეალური გარემო იყო, ხოლო ომისგან დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ჯარისკაცთა კონცენტრაცია იოლი გავრცელების ნოყიერი ნიადაგი.

42° პარალელი

მსგავსი