ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ძმებ შენგელიებს ბრალი ოფიციალურად დღის ბოლომდე უნდა წარუდგინონ. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. საგამოძიებო უწყება ერთს დანაშაულის შეუტყობინებლობას, მეორეს კი – სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და დაზიანებას ედავება. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის უფლების არ მქონე პირი ინიციალებით, ბ.შ. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.