ბრაილის შრიფტით ძველი აღთქმის პირველი წიგნი გამოიცა.
დაბეჭდვა რელიგიის სააგენტოს სპეციალური პროექტის ფარგლებში მოხდა. ახალი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც ახალი გამოცემა საჩუქრად გადაეცათ.