"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ეროვნული ნაკრები - 29-9 დაამარცხეს

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს. კრასნოდარში გამართული მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. პირველი 15 წუთის განმავლობაში, რუსებმა “ბორჯღალოსნებს”  აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

პირველი ტაიმი წაგებით დასრულდა, თუმცა, ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება შეძლეს და მეტოქე 29-9 დაამარცხეს.