რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩი

ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების დაპირისპირებამდე საათზე ნაკლები რჩება.

კრასნოდარში, „ყუბანის“ სტადიონზე 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩი 4 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ორი ხაზში და სამი შერკინებაში. ორი დღეა, ბორჯღალოსნები კრასნოდარში იმყოფებიან და თამაშისთვის ემზადებიან.

დეტალებზე ნინო გაბელია ისაუბრებს.

დატოვე კომენტარი