ქართველი მორაგბეების წარმატება

„ბორჯღალოსნების“ მორიგი გამარჯვება რუსეთის ნაკრებთან.

ქართველი მორაგბეები სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივარი დახვდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის თქმით, წლევანდელი ტურნირის ხარისხი ბევრად უფრი მაღალი იყო და იმედი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც იგივე შედეგს მიიღებენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ქალაქ კრასნოდარში გაიმართა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარცხა.