29:9 - "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის გუნდი დაამარცხეს

29: 9 – საქართველომ რუსეთი დაამარცხა. ქართველმა “ბორჯღალოსნებმა” რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი წარმატებით დაასრულეს. მილტონ ჰეიგის გუნდი კრასნოდარის კუბანის სტადიონზე რუსეთს ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.

თავიდან რუსები ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ ანტონ ფეიქრიშვილმა ლელო დადო, გარდასახვაც გამოვიყენეთ და “ბორჯღალოსნები” დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა თამაში გამოასწორეს, სამი ლელო დადეს და დამაჯერებლად 29:9 მოიგეს.