მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მზადება

საქართველოში მყოფი „ბორჯღალოსნები“ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გადიან.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი მორაგბეები თვითიზოლაციაში იქნებიან. შესაბამისად, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკი. 11 ოქტომბერს „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთში მიემგზავრებიან, სადაც ნაკრებს ლეგიონერებიც შეუერთდებიან და მზადების მეორე ეტაპს გაივლიან.