„პუტინს არ ესმის დამარცხების გარდაუვალობა, მოემზადეთ ხანგრძლივი ომისთვის“ – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა გამოცემა „სანდეი თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა. ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და მომავალში ევროპის უფრო დიდი ტერიტორიის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების დაპყრობას შეეცდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოკავშირეებს მოუწოდებს უკრაინის იარაღით უზრუნველყოფა გააგრძელონ იმისთვის, რომ მან საკუთარი საბრძოლო პოტენციალი, აგრესორზე სწრაფად განავითაროს.