რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ეს დახმარება უკრაინამ ხარკოვზე შეტევის მოგერიებისთვის უნდა გამოიყენოს. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ამჟამად უკრაინა ომის დაწყებიდან ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში იმყოფება, ამიტომ ის ვაშინგტონის დახმარებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ხარკოვში მტერს უკან დახევას აიძულებენ, თუმცა საოკუპაციო ძალებს წარმატება აქვთ დონეცკში. ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ისევ ისმის განცხადებები მოლაპარაკებებზე, თუმცა, ამის წინაპირობად მოსკოვი დღევანდელი რეალიების აღიარებას ასახელებს.