რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – რუსეთს მიერ შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული იერიშის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მოსკოვში მხოლოდ ერთი სამხედროს დაკარგვის შესახებ იუწყებიან. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც თავდასხმის მომენტი ჩანს. უკრაინის ცნობით, იერიში „სთორმ შედოუს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა.

ამასთან ერთად, ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“ იუწყება, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მცირე რაოდენობას დაჰპირდა. ეს ინფორმაცია მედიას სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და კონგრესის ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია. საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება კანადაში გააკეთა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და სამხედრო დახმარების დაპირება მიიღო.