სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა. რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად მოიცავდა. რესპუბლიკელების მოთხოვნაა, რომ უკრაინის დახმარება დაკავშირებული იყოს აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხთან. კანონპროექტს მხარი სულ 51 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 49-ვე რესპუბლიკელი სენატორი წინააღმდეგი იყო. ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტის დასამტკიცებლად სულ 60 სენატორის ხმა იყო საჭირო.