თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნატო-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. ლოიდ ოსტინმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.