ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული ზონების პოპულარიზაცია და განვითარება – ბოლნისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით ქვემო ქართლში შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ისტორიულ მხარეს ესტუმრნენ გიდები, რომლებმაც ტურისტულად აქტიური და სხვა მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სტუმრებმა ასევე მოინახულეს მეხუთე საუკუნის ბოლნისის სიონი და თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი მუზეუმი, რომელიც უნიკალურ ექსპონატებს აერთიანებს.