პანდემიის დროს გახსნილი ქართული მუზეუმი პრესტიჟული ევროპული კონკურსის ნომინაციაზეა წარდგენილი.
საუბარია ბოლნისის მუზეუმზე, სადაც ქვემო ქართლის ისტორია, უძველესი ადამიანების ყოფის ამსახველი ექსპონატები და უძველეს დროში ქართული ღვინის წარმოების არტეფაქტებია გამოფენილი. ევროპის მუზეუმების ფორუმმა ახლად გახსნილი სამუზეუმო სივრცე ევროპის წლის მუზეუმის ნომინანტებს შორის შეარჩია. საქართველო 44-წლიანი ისტორიის მქონე კონკურსში უკვე მეორედ მონაწილეობს.