მოქალაქე როლანდ ბლადაძესა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ქონების გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები დღეიდან დაიწყება.
ბლადაძემ უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი შეიტანა, ის დოკუმენტის გაბათილებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც ქალაქ ბათუმში მდებარე 277 კვადრატული მეტრი ბინა საკონსტიტუციო სასამრთლოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს ეკუთვნის. მხარე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს მას კუთვნილი ბინა უკანონოდ ჩამოართვეს. ეკონომიკის სამინისტრო კი მზადაა, რომ ბლადაძეს 205 ათასი ლარის ღირებულების ფართი გადასცეს. შეთავაზებაზე ბლადაძე უარს აცხადებს.
მოპასუხე მხარე თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებს.