უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს ბიზნესსექტორი. საუბარია საკვებით უზრუნველყოფასა და საცხოვრებლებში განთავსებაზე. მათი განცხადებით, გაიხსნება ერთიანი ანგარიშიც, რომელზეც ყველა მსურველს თანხის ჩარიცხვა შეეძლება. განხილავენ უკრაინიდან დაჭრილები ბავშვებისა და ქალების მიღების და ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფის საკითხიც. ერთობლივი განცხადება დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციამ, საქართველოს სასტუმროების, რესტორატორთა, სავაჭრო ცენტრებისა და საცალო ვაჭრობის ასოციაციებმა გააკეთეს.