რუსეთის საომარი მოქმედებები და ვითარება უკრაინაში

რუსეთის არმია უკრაინის დასახლებულ პუნქტებს ბომბავს. რუსეთის არმიის მიერ ოდესისა და ხერსონის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. საცხოვრებელი ზონების დაბომბვის გამო, ოდესაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

რუსული აგრესიის სამიზნე ისევ გახდა ხარკოვის რეგიონის დასახლებული პუნქტები. რუსეთის მასშტაბური აგრესიის ფონზე, უკრაინა სამხედრო დახმარებას ითხოვს. კიევს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას დაჰპირდა ნიდერლანდები. ქვეყნებს შორის გაფორმებული უსაფრთხოების ხელშეკრულება მიმდინარე წელს უკრაინისთვის ორი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.