მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 54 მილიარდი ლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. დადებითი დინამიკის ფონზე გაზრდილია სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობაც. საქსტატის მონაცემებს დადებითად აფასებენ სპეციალისტებიც და აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე აკეთებენ – მაკა არჩევნიშვილი გიამბობთ.