ბიზნესომბუდსმენი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო მეწარმეებისთვის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს, მათ შორის სასამართლო დავების მიმართულებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და პროფესიული განათლების პრობლემებს.

ღონისძიება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით ჩატარდა და მას თბილისიდან და რეგიონებიდან ორგანიზაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.