მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე დღეს ბიუროს სხდომაზე ორი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდება.
დეპუტატი ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს დააყენებს.
პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლის ბოლომდე უნდა შეჩერდეს.
ავტორებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის ნაწილი მიიჩნევს, რომ ცხრა დეპუტატის მიერ წარმოდგენილი წინადადება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ლეგიტიმურს უწოდებენ „ევროპულ საქართველოში“, თუმცა ოპოზიციური ფრაქცია ბიუროს სხდომაზე საკუთარ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.