სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, რვა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა მათ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს დღგ-ს ყალბი აქტივები შეუქმნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.