დაკავება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ცალკეული თანამდებობის პირებთან და მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში შეეძლო დახმარება. რისთვისაც 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 000 დოლარი გადასცა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.