სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების განსახლების პროცესი გრძელდება.
140-დან 100-მდე ოჯახმა საცხოვრებელი ფართები უკვე მიიღო. საუბარია თბილისში სხვადასხვა ადგილზე აშენებულ კორპუსებზე. გეგმის თანახმად, 2023 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბინები იძულებით გადაადგილებულმა 13 000-მდე ოჯახმა უნდა მიიღოს.