პროტესტის მიზეზია დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების სისტემა.
უკვე წლებია, სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე საცხოვრებელ ფართებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებული კრიტერიუმებით გასცემს. ამიტომ საკმარისი ქულების არმქონე დევნილებს წლობით რიგში დგომა და ლოდინი უწევთ. მათ შორისაა 40-მდე ოჯახი, რომლებიც თვეზე მეტია, ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელში აქციას მართავენ.
ბინების გასაცემად დადგენილ კრიტერიუმებში ცალკეულ ხარვეზებს დევნილებთან ერთად ექსპერტებიც ხედავენ.