იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო განსახლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის კიდევ ერთი ეტაპით, საცხოვრებელი ბინები 1 040 ოჯახს გადაეცემა. ამ ეტაპზე ქუთაისში მშენებლობა მიმდინარეობს, პარალელურად კი, დევნილთა სააგენტო 3 905 განაცხადს განიხილავს. ოჯახების წინასწარი შეფასების შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეიტინგო ქულები დღეს გამოქვეყნდება.