დევნილების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ქუთაისში

ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის სამი, 12 სართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და პროექტის ბიუჯეტი 77 მილიონ ლარზე მეტია.