ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს ახალ კომპლექსში ბინები გადაეცა. პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში, მოქალაქეებმა ბინები სრული რემონტით მიიღეს. საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. #82-ში აშენდა. ბენეფიციარების შერჩევა დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ განხორციელდა. ე.წ. იაფი სახლის პროგრამით ბათუმში რეგისტრირებული ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომელთაც არ აქვთ ბინა. პროექტის საერთო ღირებულება 13 მილიონამდე ლარს შეადგენს.