გეგმაა, რომ 2025 წელს კოოპერატიულ ბინათმშენებლობებით დაზარალებული ყველა მოქალაქის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყოს.
2018 წელს დაწყებული პროგრამა ფინალურ ეტაპზეა. 80-90-იან წლებში სულ 3 600-მდე ოჯახი დაზარალდა. თითქმის 3 000-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები უკვე მიიღო. პროექტი გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიების მხრიდან დაზარალებულების დაკმაყოფილებას გულისხმობს. წლების წინ ბინების მისაღებად ასეულობით მოქალაქემ კოოპერატიულ ბინათმშენებლობებში სოლიდური თანხები შეიტანა, თუმცა თბილისის სხვადასხვა უბანში დაწყებული მშენებლობები მალევე შეჩერდა. წლების განმავლობაში დაზარალებულები საკუთარი უფლებების დაცვას საპროტესტო აქციებით ცდილობდნენ.