შეღავათები დაუსრულებელ მშენებლობებზე

შეჩერებული მშენებლობების განსაახლებლად დაწესებული ვადა კიდევ ექვსი წლით გახანგრძლივდა.

სამშენებლო კომპანიებს 2026 წლამდე ექნებათ დრო იმისთვის, რომ წლების წინ დაწყებული და სხვადასხვა მიზეზით შეწყვეტილი სამშენებლო სამუშაოები თავიდან დაიწყონ და მენაშენეებს კუთვნილი საცხოვრებელი ფართები გადასცენ. ასეთი ათასობით მოქალაქეა, რომელიც კუთვნილ ბინებს წლებია ელოდება. კომპანიები, რომლებიც მშენებლობებს განაახლებენ, გარკვეული საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რატომ გახდა ვადის გადაწევა საჭირო და მოძიებული ჰყავს თუ არა ქალაქის მერიას პოტენციური ინვესტორები.