ბინები დევნილი ოჯახებისთვის

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.

სამინისტრის ინფორმაციით, 11 კორპუსში 2400 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს 2025 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიიღებს. ამ დროისთვის, მშენებლობა დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები დაწყებულია სამ კორპუსში. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია გარე ინფრასტრუქტურის – სკვერების, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაც. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს ხუთ ქალაქში მიმდინარეობს.