იძულებით გადაადგილებულ 768 ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს შეუსყიდის. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მიიღო. დევნილი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ. 2022-24 წლებში, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი იძულებით გადაადგილებულ 7 ათასამდე ოჯახს გადაეცა.