ბილ გეითსი მსოფლიოს აფრთხილებს.
კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებლის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემია მოსალოდნელ კლიმატურ კატასტროფასთან შედარებით ძალიან მარტივია. ამიტომ გეითსი წამყვან ქვეყნებს მოუწოდებს, დროულად დაიწყონ რეაგირება იმისთვის, რომ საუკუნის ბოლოს კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეულმა სერიოზულმა კრიზისმა მილიონობით ადამიანი არ იმსხვერპლოს. აქცენტს ბილ გეითსი 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ნულოვან ნიშნულამდე შემცირებაზე აკეთებს და სახელმწიფო ლიდერებს სთხოვს, კლიმატური ცვლილებების მიმართულებით სწორი პოლიტიკა გაატარონ.