ბიძინა გეგიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დაგროვდა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. ბიძინა გეგიძე ამ დრომდე მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.