პარტია „ლელო“ კონფერენციას მართავს

ამ წუთებში პარტია „ლელო“ პოლიტიკურ ლიდერთა სათათბირო შეხვედრას მართავს. მონაწილეობენ პოლიტსაბჭოს, სამდივნოსა და სარევიზიო კომისიის წევრები, „ლელოს“ წარმომადგენლები პარლამენტში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საკრებულოების წარმომადგენლები. განიხილავენ უახლოეს გეგმებსა და მუშაობის ფორმატებს.