ახალი პარტიის დაფუძნება

„გამარჯვება ერთიანი საქართველოსთვის,“ – ასე ჰქვია ახალ პარტიას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ წევრებმა დააფუძნეს. პოლიტსაბჭო 7 წევრისგან შედგება, თავად პარტიაში კი ძირითადად დევნილები არიან გაწევრიანებულები.

როგორც პარტიის დამფუძნებლები აცხადებენ, მთავარი მიზანი და ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვაა. ამ მიზნით ისინი მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც აანონსებენ.