ბელარუსის ტელევიზიის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი არხის დირექტორს უმასპინძლა
ბელარუსის ტელევიზიის თავმჯდომარემ, მარატ მარკოვმა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერებმა და წამყვანებმა საქართველოს პირველი არხის დირექტორს და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საუბარი შედგა ორი ქვეყნის ტელევიზიების მუშაობაზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.
პირველი არხის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სტუდიები და გაცნობოდნენ არხის მუშაობის სტილს.