ბელაქანის რაიონულ სასამართლოში აფგან მუხთარლის საქმის განხილვა დასრულდა

აფგან მუხთარლის ადვოკატი მოწმეების ჩვენებების წინააღმდეგობრიობაზე საუბრობს. ბელაქანის რაიონულ სასამართლოში აფგან მუხთარლის საქმის განხილვა დასრულდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მოწმეების ჩვენება ერთმანეთს არ დაემთხვა.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.