სერგო რატიანის ინიციატივას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, კამათი მოჰყვა 

მცირე ხმაური იყო დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.  კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა  სხდომაზე მისი პარტიის ინიციატივის განხილვა მოითხოვა.

საუბარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. რატიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აუცილებელია, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უმრავლესობა არ აპირებს ოპოზიციის პოლიტიკურ თამაშში ჩართვას.

კამათის შემდეგ რატიანის ინიციატივას, რომ ეს დღის წესრიგში ჩაწერილიყო, კენჭი უყარეს, თუმცა მხარდაჭერა ვერ მიიღო.

დღესვე, ამავე კომიტეტის სხდომაზე, დაგროვებითი საპენსიო სისტემის თემაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, პირველი განხილვა გადაიდო.