საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 23 თებერვალს განიხილავენ.

ინიციატივას ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრები აყენებენ. საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამტავრობო ორგანიზაციებიც. მათი წარმომადგენლები დღეს ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ.

აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა.