პარტიამ „ქართული არჩევანი“ სამგორის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბეჟან გუნავა წარადგინა. დეპუტატობის სხვა კანდიდატებთან ერთად პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტში ამომრჩევლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაარეგისტრირა. ინიციატივათა პაკეტი სოციალური დახმარების, სახელმწიფო პენსიის, დასაქმებისა და სხვა მიმართულებით არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. დღესვე, ბეჟან გუნავამ მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს, დაინტერესდნენ ექვსი წლის გაგა გორგაძის პრობლემით, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.