„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატების წარდგენა

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლაგოდეხში წარადგინა. მერობისთვის მალხაზ ნოზაძე იბრძოლებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ის აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა და თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. პარტიის ლიდერმა კანდიდატების წარდგენისას სამოქმედო გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა.

დატოვე კომენტარი