კანდიდატების წარდგენა სამცხე- ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში კანდიდატების წარდგენას განაგრძობს „ქართული ოცნება“. ასპინძის მერობის კანდიდატის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ახალქალაქის მერობის კანდიდატიც დაასახელა. გამარჯვების მოპოვებას მმართველი პარტიის სახელით მელქონ მაკარიანი შეეცდება. ის უკვე წლებია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს. დღესვე დასახელდა ნინოწმინდის მერობის კანდიდატიც. უკვე მეორედ, „ქართული ოცნებიდან“ კენჭს ნინოწმინდაში ანოვარდ მოსოიანი იყრის.